weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2022

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 27 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედება იმ ქალის ცემაში, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს.

აღმოსავლეთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 26 ადამიანი, მათ შორის ათი პოლიციელი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო.

ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო - უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდა ქართველი მოსწავლეების ექვსკაციანი გუნდი ბრაზილიიდან, ქალაქ რიო დეჟანეიროში გამართული მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017).

თბილისში, დიდუბის რაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს ერთი მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ორი მუშა კედლის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში მოჰყვა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.

გროზნოში ოცამდე უცხოელი ჟურნალისტი ჩაიყვანეს, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში ჩეჩნთის მეთაურ რამზან კადიროვს შეხვდებიან. „კომსომოლსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან და საქართველოდან არიან.

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს პირველი მედალი ძიუდოისტმა ბექა წიფიანმა მოუტანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5 853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება 2.2 მილიონ აშშ…

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას გამოეხმაურა. დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, აქციის გამო ე.წ. საზღვარზე ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს…

ახალციხეში ქმარმა ცოლი დაჭრა

სამშაბათი, 25 ივლისი 2017 16:08

ახალციხეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 31 წლის ქალს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ადგილობრივებმა აქცია გამართეს და მეგრული ენის დაცვა მოითხოვეს. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ედემ იზორია და იური ღვინჯილია აცხადებენ, რომ ხელისუფლება გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ მეგრულ-ლაზურ-სვანურ ენებზე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]