საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22-23 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო კონტროლის და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 63 ადამიანი დააკავეს. საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავების მიერ სულ 36 330 პირი გადამოწმდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული სამოქალაქო ავიარეისები განახლდა. სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასო ფრენებს ყოველ სამშაბათს შეასრულებს და 18 ადამიანს მოემსახურება.
სამხრეთ ავღანეთში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებისსას, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ექვსი პოლიციელი დაიღუპა ცხრა ადამიანი დაჭრა, მათ შორის ხუთი მძიმედ. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახალგაზრდა ძალოსანი სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოთხოვნად მიმართულებებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07 იანვარს „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს.
2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის ბოლო ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება დღეს შევიდა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ბაზარი საქართველოდან შეტანილი პროდუქციით არის სავსე, რის გამოც აუცილებელია, საზღვარზე საქონლის გადაადგილება გაკონტროლდეს. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ საბაჟოს გახსნა „საქართველოსთან ეკონომიკური…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 დეკემბერს, დილის 8 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.…
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს 66 ხმით, 3-ის წინააღმდეგ მხარიდაუჭირეს.ამ ფორმით კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგები არიან კომერციული ტელეკომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონპროექტს…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11