საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების ბაზრის დარეგულირებაზე მუშაობს. როგორც ლეჟავამ bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტა, რეგულაციები მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებას შეეხება.
პროკურატურამ მეტროსადგურ „ისანში“ 17 წლის, სმენადაქვეითებული ბიჭის ცემისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს ბრალი წარუდგინა.
„30 წელი ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა…
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კადრები შეინარჩუნეს, რომლებიც უფრო კომპეტენტურებად და კეთილსინდისიერებად იქნენ მიჩნეული.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავეს.
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის.
საქართველოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 78 172 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 5087 ადამიანი, ხოლო – 39 გარდაიცვალა.
ქართული კერძო ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიარესს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის Facebook-გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, თუმცა შემდეგ წაიშალა.
ზვავსაშიშროების საფრთხის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11