საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წუხელ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრა, რომლის სიდიდე 3.1 მაგნიტუდა იყო, თბილისის დროით 02:28 საათზე დაფიქსირდა.
ევროპარლამენტის წევრები, „ჟან მონეს დიალოგის“ ფასილიტატორები ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარია კალიურანდი აცხადებენ, რომ საქართველოში მათი ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აჭარაში 14-მა წევრმა დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის „კატეგორიულად მიუღებელი და გაიუგებარია“ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა, ლიკა ჯაბიძემ გაავრცელა. აქამდე…
თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მინისტრ თეა წულუკიანის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. აქციაში სამინისტროს დაქვემდებარებული სხვადასხვა დაწესებულებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და აქტივისტები მონაწილეობდნენ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა დღეს მიიღო.
ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდ-კლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ყელისა და სახის არეში დაჭრა. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტები „ძალიან კარგად“ მუშაობს და ის უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც სიმპტომები გამოხატულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80% „ომიკრონის“ შტამია, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი 40-დან 60%-მდე მერყეობს.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 56 386 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5173 ინფიცირებული, 49 კი გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11