საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 74 200 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5160 ინფიცირებული, ხოლო 42 გარდაიცვალა.
თბილისში, მეტროსადგურ „ისანში“ 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის ცემის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გაიმართა. კომისიების თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი აირჩიეს.
ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად უსწორდება. ვიდეომასალა თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მომხდარ შემთხვევას ასახავს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი გემებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნიან მოკავშირეთა თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად, რადგან რუსეთი უკრაინის გარშემო სამხედრო მობილიზებას აგრძელებს. ამის შესახებ ნატოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს.
დიდმა ბრიტანეთმა, „რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხესთან“ დაკავშირებით, უკრაინიდან საკუთარი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ნაწილის გაყვანა დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საელჩო ღია იქნება და მუშაობას გააგრძელებს.
მინისტრთა კაბინეტის წევრებს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესა და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს ისინი მთავრობის…
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში, საკუთარ სახლთან, სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5958 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით გადაეცა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ნებართვა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც უკრაინაში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მუშაობენ, ქვეყანა დატოვონ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის გამო. ამასთან, დეპარტამენტის განკარგულებით, უკრაინას ტოვებენ საელჩოში დასაქმებულთა ოჯახის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11