weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ესპანეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთონ. ყოველდღიური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, FIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წლის პირველი ნახევრიდან იგეგმება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, რომელმაც ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ქუმსიშვილის განცხადებით, „ბოდორნა ჰესი“ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ.…

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თხევადი გაზი გადაჰქონდა, გადაბრუნდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. მან სატვირთოდან გადმოსვლა აფეთქებამდე მოასწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დანიშნა. მარიანა მორგოშია აპრილიდან დღემდე სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავა.

საუკუნის გარიგება, რომელზეც ბოლო პერიოდში გამუდმებით საუბრობდნენ, განხორციელდა. კომპანია „დისნეიმ“ მედია მაგნატ რუპერტ მერდოქის კუთვნილებაში არსებული კორპორაცია 21st Century Fox-ის აქციათა უმრავლესობა 52.4 მილიარდ დოლარად შეიძინა.

უზბეკეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ფედერაციამ ადგილობრივი უმაღლესი ჩემპიონატის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველი დამრიგებელი შოთა არველაძე დაასახელა.

21 წლის ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა, რადგან ეროვნულ დონეზე საქართველოს სახელით თამაში არჩია და მის გადაწყვეტილებასაც ოფიციალური სახე მიეცა. საქართველოს პასპორტი მას ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

კომპანია „გუგლმა“ 2017 წლის ყველაზე პოპულარული თემების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ინტერნეტ-საძიებო სისტემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]