weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში, ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა მსვლელობა „არ დავთმოთ ღამე“ გამართა. წლევანდელი მსვლელობა მიწისქვეშა გადასასვლელებში ქალთა სექსუალური შევიწროების პრობლემას მიეძღვნა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ღამით გადაადგილება…

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებს 496 ხმით დავით ასათიანი იგებს, თუმცა მეორე და მესამე ადგილზე გასული კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათი თქმით, არჩევნები…

ქალაქ რუსთავში პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ და თავში არმატურა ჩაარტყეს. დაშავებული პოლიციელი ჯერ ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, დღეს, დაახლოებით 14:40 საათისთვის მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ექიმების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ომი საბოლოო გამარჯვებით დაასრულა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჰეიდარ ალ-აბადის განცხადებით, ერაყის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული ექსტრემისტებისგან, ხოლო სირიასთან საზღვარს ერაყელი სამხედროები…

11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ქობულეთში 17 წლის ბიჭს ეძებენ

შაბათი, 09 დეკემბერი 2017 18:07

ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში მესამე დღეა 17 წლის ბავშვს ეძებენ. ოჯახის წევრებმა ბიჭი ბოლოს 7 დეკემბერს, სკოლაში წასვლამდე ნახეს, თუმცა ის სკოლაში არ მივიდა და არც სახლში დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ეს გადაწყვეტილება მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო იქნა მიღებული. 

თბილისის მერიამ 300 ათასი ლარი გამოყო, 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოებისთვის. მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს 10 დეკემბრიდან დაიწყებს.

8 დეკემბერს ირანში დასრულდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი თავისუფალი ჭიდაობაში, გამარჯვებული კი ირანული კლუბი „იზი პაიპ კაშანი“ გახდა, რომელსაც ფინალში გამარჯვება ქართველმა ლეგიონერმა გენო პეტრიაშვილმა მოუტანა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]