weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

ყარაბაღიდან დევნილი 62 წლის ლეილა ისმაილოვა, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრა, კასპის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

ახალციხეში, რესტორან „ჯინო ველნესში“ „ბრითიშ პეტროლიუმის“ თანამშრომლებთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ახალგაზრდა დააკავეს. სასამართლომ დაკავებულებიდან ოთხს პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგონა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ერთ-ერთ სახლში დროებით სკოლა იყო განთავსებული, რადგან სოფელში სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის…

საქართველოს მოქალაქე ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინიდან ორი კვირის წინ გამოაძევეს, დღეს, დილით უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 47 წლის ვანო ნადირაძე უკრაინაში არალეგალურად შესვლას გეგმავდა და სახელმწიფო…

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე 150 პირი დაიკითხა, თუმცა უმეტესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. უწყების განმარტებით, პროკურატურის…

პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობამდე 51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი…

85 წლის გიორგი ტყაბლაძეს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე იცავდა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა, ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ცოლზე ძალადობის ბრალდებით 27 წლის გ.ხ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, 31 წლის ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]