weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

2019 წელს თბილისში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ასამბლეის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ რომში მიიღეს.

თბილისის ზღვაში მაშველებმა გარდაცვლილი ბავშვი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნიუ იორკში მდებარე საშემსრულებლო კომპლექს „ლინკოლნ ცენტრში“ ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი მეორედ გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, ქართული ნაციონალური ბალეტი მაყურებლის მოთხოვნით 2017 წლის ოქტომბერში იმ სცენაზე ბრუნდება, სადაც ანსამბლმა კონცერტი 2015 წელს…

2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147,735-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%). ექვსი თვის  სტატისტიკური მონაცემები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ…

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შიდა ქართლის სამ რაიონში - გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება. ამ ინიციატივის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მობილური აპლიკაცია NAPR, რომელიც საჯარო რეესტრში შეიქმნა, მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. აპლიკაციის გადმოტვირთვა App Store–დან და Play Market–იდან არის შესაძლებელი.

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, 1-ლი ივლისიდან ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა. ე.წ. ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობის ღირებულება 6 ლარია. 5 წლამდე ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულები არიან.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

საქართველოს მასშტაბით ჰაერის მაღალი ტემპერატურა 5 ივლისამდე შენარჩუნდება. განსაკუთრებული სიცხეები დღეს და ხვალ არის მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში ჰაერი დღის განმავლობაში +41°-მდე გათბება. დღეს,12:00 საათისთვის…

ბათუმის დელფინარიუმის ბინადარ დელფინს მეტსახელად დანას, შვილი შეეძინა. როგორც დელფინარიუმში აცხადებენ, ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]