weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. ქიტესაშვილის საჩივარს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაციის ვადა 14 ნოემბრამდე გაგრძელდა. რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.acda.gov.ge შესაძლებელი.

თბილისი-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „ჯიპი“ შეეჯახნენ. ავარიის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ევროპა ლიგა მე-4 ტურით განახდლა. სამწუხაროდ ყველა ის საფეხბურთო კლუბი დამარცხდა, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც იცავენ.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბანკის განმარტებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია.

1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6297 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6297 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6106 ლარი იყო.

კახეთის საოლქო პროკურორმა ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს ხელფასთან ერთად დანამატი 23-ჯერ მიიღო, სულ ჯამში 101 240 ლარი, რაც პრემიერ-მინისტრის ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტია. საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის…

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, თიანეთის საოლქო და N20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებით, დროა საბჭოთა ლიდერი ვლადიმერ ლენინი დაასაფლაონ. კადიროვის აზრით, „საკმარისია გარდაცვლილი ადამიანის ყურება და სწორი არ არის, რომ რუსეთის შუაგულში, წითელ მოედანზე მკვდარი ადამიანის კუბო დგას“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველი ბავშვის სამჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]