საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან ე.წ. მესაზღვრეებმა, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან. ისინი ტყეში შეშის საჭრელად იყვნენ წასულები.
ახლახანს დასრულებულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქის, სერბეთის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი გაათავისუფლეს. 64 წლის გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით სერბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი…
კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში მსოფლიო ბანკთან ერთად 15 ადგილობრივი გზის რეაბილიტაცია იწყება, რომლის საერთო სიგრძე 100 კილომეტრია.
საბერძნეთის პოლიციამ 85 წლის ქალის წამების ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი ფულის გამოძალვის მიზნით მოხუცის სახლში 26 ოქტომბერს…
ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
არასათავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება მოჰყვა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ცნობილია, კაშია საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ „ვიტესის“ კაპიტანს, ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა გუნდების კაპიტნების…
უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაურის ადამ ოსმაევის მეუღლე იყო. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ…
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ბათუმში, ბოლო სამ თვეში ბოძებზე დამონტაჟებული 40-მდე დეკორატიული ურნა მოიპარეს. „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში დასუფთავების სამსახურის უფროსმა დავით ასამბაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ურნები სოფლებში მიაქვთ და გოდრებად იყენებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11