weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

კატალონიის ყოფილ ლიდერ კარლეს პუჩდემონზე ესპანეთის მოსამართლემ დაპატიმრების ორდერი გასცა. ცნობა პუჩდემონის ბელგიელმა ადვოკატმა ფლანდრიის ტელევიზიას 2 ნოემბერს, გვიან საღამოს მიაწოდა. პუჩდემონსა და მისი დამხობილი მთავრობის ოთხ წევრზე ორდერების გაცემას…

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები ოლია თოდუა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი 150 წლის მაგნოლიას გაყიდვაზე უარს ამბობს. „სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები…

3 ნოემბერს კოსმოსში პირველი ცოცხალი არსების, ძაღლ ლაიკას გაშვებიდან 60 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ლაიკა იმყოფებოდა, 1957 წლის 3 ნოემბერს გაუშვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ანაზღაურება 2016 წელს 145 291 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან თითქმის 4.5-ჯერ მეტი სხვადახვა სახის დანამატი მიიღო, სულ 112 651…

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 6 430 824 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან ტურისტული ვიზიტი 3 042 907-ით…

საქართველოში NATO–ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი REGELE FERDINAND და NATO-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. ისინი საქართველოში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ,…

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს და 2020 წელსპენსია 20-20 ლარით გაიზარდოს“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]