weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღე ადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 72 წლის ქალი და მისი 46 წლის შვილი სცემეს. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა ტრავმებით მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სოფელში მცხოვრები 23 წლის მამაკაცი დააკავა.

ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ 2016 წელს შპს „ზუგპეტროლსა“ და შპს „ოილ პრო“-ში საკუთარი ბიზნესწილებიდან 100 862 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო. ირაკლი გოგოხია 7 კერძო კომპანიის მეწილეა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელს ალექსანდრე ესიტაშვილს, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ესიტაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა, ასევე კონფლიქტის შემდგომი მძიმე პერიოდი, მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ბრიტანელ ფოტოგრაფ მაიკ გოლდუოტერს ნაკლებად…

საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების - დედის, ბებიის ან ბაბუის გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანებაა შესაძლებელი.

იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი ქრისტინა არაქელოვა აცხადებს, რომ ორწლიან სტიპენდიაზე უარს ამბობს და საქართველოში ბრუნდება. სტუდენტმა ეს გადაწყვეტილება რონდინეს პროგრამის წარმომადგენლების გამო მიიღო, რომლებიც აფხაზეთს ოფიციალურ შეხვედრებზე დამოუკიდებელ ქვეყნად მოიხსენიებენ.…

მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს 29 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმში მუშაობას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო…

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები მწვერვალ თეთნულდზე, ზღვის დონიდან 3 950 მეტრზე მყოფ ორ პოლონელ ტურისტს დაეხმარნენ. ერთ-ერთი ტურისტი, მონიკა შევინსკა ცუდად იყო და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილმა შპს „ბრეინ ფიტ“-მა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონზე იყიდა ქალაქ თბილისში, მიცკევიჩისა და კუტუზოვის ქუჩების კუთხეში მდებარე 404 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 371, 5 კვ.მ შენობა-ნაგებობა,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]