საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა, 2017 წლის 11 სექტემბერს, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 275 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. დღეისათვის, ირაკლი შიოლაშვილის მშობლების…
თელავის რაიონის სოფელ შალაურში სამი ახალგაზრდა დანით დაჭრეს. ორ მათგანს თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მოსკოვის ცენტრში მდებარე "მმართველთა ხეივანში" შვიდი საბჭოთა ლიდერის - ვლადიმერ ლენინის, იოსებ სტალინის, ნიკიტა ხრუშჩოვის, ლეონიდ ბრეჟნევის, იური ანდროპოვის, კონსტანტინ ჩერნენკოსა და მიხეილ გორბაჩოვის ბიუსტები დაიდგა. ძეგლების ავტორი ქართველი მოქანდაკე…
წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვება მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მოიპოვა, რომლის კანცლერობის კანდიდატი ანგელა მერკელია. მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების 33% მოიპოვა. 21% მიიღო გერმანიის სოციალ…
მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი ალექსანდრე ესიტაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NBA-ს ჩემპიონ „გოლდენ სტეიტ ვორიორზს“ თეთრ სახლში ოფიციალურ ვიზიტზე აღარ ეპატიჟება. ამის თაობაზე ტრამპმა საზოგადოებას „ტვიტერის“ მეშვეობით ამცნო.
მექსიკელი და ამერიკელი სეისმოლოგების თქმით, 23 სექტემბერს ცენტრალურ მექსიკაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, 19 სექტემბერს მექსიკას უკვე დაატყდა მძლავრი მიწისძვრა, რომელსაც 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიმდინარე წლის აპრილში ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო მუზეუმმა სტივენ ჯერარდისა და ფრენკ ლამპარდის საფეხბურთო დიდების დარბაზში დასახელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი მათი დიდების დარბაზში შეყვანის ოფიციალური ცერემონია შედგა.
„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის…
პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, რის შედეგადაც სოფელ ზარიძეებში, თიანეთი–ჟინვალის ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარე ყოფილი ფოსტის შენობა 1485 ლარად იყიდა. იგი აუქციონის ერთადერთი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11