weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე და ბოლო მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა „ევროპული…

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ხადიჯა ისამილოვას „მართებული ცხოვრების წესისთვის“ (Right Livelihood) განკუთვნილი ჯილდო გადაეცა, რომელსაც ალტერნატიულ ნობელის პრემიასაც უწოდებენ.

შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის სკოლის მასწავლებლის, მარინა დარჩიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების - I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიასა და კახიანოურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელეონორა არჩაიას საარჩევნო პლაკატები უკუღმაა გაკრული. ფოტოები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ გამოაქვეყნა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე სუმოს დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ დასრულებული სექტემბრის ტურნირ აკი ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოზუნა ჰარუმაფუჯი გახდა, რომელიც „იმპერატორის თასს“ დრამატულ ბრძოლაში დაეუფლა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 20 ერთეული ახალი ავტომანქანის ყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 829 110 ლარია გამოყოფილი, ანუ თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 41 455 ლარს შეადგენს.

საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთში, სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოში (ლაგოდეხი) მომხდარი აფეთქების შედეგად ქართველი მესაზღვრე დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, გუშინ საზღვართან გაზის ბალონი აფეთქდა. მათივე ცნობით, შემთხვევის…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ყვარლის რაიონის სოფელ გრემში პირველად ჩატარდა ფესტივალი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისა და პროექტის Countryside Magic ფარგლებში, რომელიც ევროპის კომისიის „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალი ორგანიზებული იყო პროექტის ქართველი, დანიელი, სომეხი, ნორვეგიელი,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]