საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სოფელ რუისპირის მაჟორიტარი დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საკრებულოს შენობაში აიყვანეს.
კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანი ანდრეს ინიესტა დიდი ალბათობით მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ მშობლიურ კლუბს დატოვებს.
20 ივლისს ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების…
ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ოთარ მიქელაძის ეზოში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში დასავლეთ საქართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ მოხეში მეჩეთს სამუფთო სამმართველო და სახელმწიფო აშენებს.
უკრაინის სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტთა პოზიციებიდან განხორციელებული ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შედეგად ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
პოპულარული ამერიკული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის სოლისტმა, მუსიკოსმა ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. ერთ-ერთი ვეტო 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისთვის და ახალციხესთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას ეხება.
მკვლელობა მოხდა ოზურგეთში. ორი მამაკაცი, რომლებიც სიძე-ცოლისძმა იყვნენ, მანქანაში ჩაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ქურდული სამყაროს წევრებს შორის დაპირისპირების შედეგია. მოკლულთაგან ერთ-ერთი ციხიდან ახალი გამოსული იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე სულ გამოკითხულია 343 მოწმე, ამოღებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი და არსად ჩანს…
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით ნიკოლეიშვილმა თანამდებობები დატოვეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11