weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. ფონიჭალაში დააკავეს.

ეგვიპტიდან გავრცელებული ცნობებით, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში გადაყვანილია 120-ზე მეტი დაშავებული.

ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მწვრთნელებმა მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული შესარჩევი მატჩებისთვის რჩეულ ფეხბურთელებს უხმეს. ტიტემ და ხორხე სამპაოლიმ 23-კაციანი შემადგენლობები დაასახელეს.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტ ძიუდოისტთა შორის 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, გოგონათა ნაკრების წევრმა მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) კი მესამე საპრიზო…

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის მერიის თასის გათამაშების პირველ მატჩში ჩეხეთის ნაკრები სოლიდური ანაგარიშით 87:76 დაამარცხა.

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა ისლანდიის ამავე ასაკობრივ ნაკრებთან და დიდი ანგარიშით 25:42 დამარცხდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ინტერნეტ-მომხმარებლებს პოპულარული აპლიკაცია Sarahah-ის წესებსა და კონფიდეციალურობის პოლიტიკას აცნობს. ინსპექტორის აპარატის განცხადებით, Sarahah-ის წესებიდან ყველაზე საყურადღებო ის პუნქტია, სადაც წერია, რომ კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებები მიღებულია და სრული მზადყოფნაა იმ შემთხვევისთვის, თუ ჩრდილოეთ კორეა უგუნურად მოიქცევა. "ტვიტერით" გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფლებთან მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო გმობს სოფლების ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]