საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მძლავრი ქარიშხალი სახელად „ჰარვი“ ტეხასის შტატს კვლავ უტევს. სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყალდიდობებმა და ძლიერმა ქარმა ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.
აჭარაში, ქალაქ ბათუმში „ბათუმობა 2017“ 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გამოფენები და მუსიკალური ჯგუფების კონცერტები.…
ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპისკოპოსი ლეონიდი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მშენებლობის საკითხი განიხილა.
თუშეთში, საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს გუშინ გაჩენილი ცეცხლი, ამ დროისთვის ჩამქრალია. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ომალოს მცხოვრებლებმა უთხრეს, ხანძრის ადგილზე კვამლი აღარ შეინიშნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრებს ტრავმის გამო ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებისთვის ძირითადი მეკარე გიორგი ლორია გამოაკლდა. გუნდმა გუშინ ორჯერადი ვარჯიში გამართა, ჯერ სატრენაჟორო დარბაზში, ხოლო შემდეგ - საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე.
2011 წლიდან 30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად 2006 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, რომლის შედეგადაც, იძულებითი გაუჩინარება…
UEFA-მ გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გამოავლინა. 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო გოლად გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, ტურინის „იუვენტუსის“ ხორვატი ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ კარში გატანილი შედევრია.
თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო შენდება.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ტყის ხანძრების ჩაქრობაში დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი გამოაგზავნეს, რომელიც 8 ტონის ტევადობისაა. АН-32П ტიპის უკრაინული თვითმფრინავი ოდესიდან ბათუმის მიმართულებით უკვე გამოფრინდა.
თელ-ავივში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშის შემდეგ, საზოგადებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუს წერდა. საუბარი ჟურნალისტებთან დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც იქვე მყოფმა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაჩულიას…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11