weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქეთი დოლიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. გიორგაძემ თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელძღვანელის ელენე მაცხონაშვილის გათავისუფლების ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

იაპონიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთში გაისად გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ანგარიშით 2:0 დაამარცხა ავსტრალიის ნაკრები და ირანის…

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რამინა (რიმა) ბერაძემ, რომელიც სოციალურად დაუცველთა კვებისთვის დღეში 1 ლარსა და 18 თეთრს საკმარისად მიიჩნევს, 2016 წელს ხელფასთან ერთად 8-ჯერ მიიღო პრემია და დანამატები,…

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი მის გათავისუფლებას 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

პენტაგონმა ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგიის თანახმად, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ კიდევ ათასობით სამხედროს დამატებაზე.

ამინდის გაუარესების გამო, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე ცურვის ამკრძალავი წითელი ალმებია აღმართული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ჭალის მუხის სახეობის ხეებს ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ ჭრიდა.

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი და მისი მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ტყვია მოხვდა ხუთი თვის ბავშვსაც. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჰოლივუდის ოსკაროსანმა ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ფონდ United Way-ს ხელმძღვანელმა ბრაიან გალაგერმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხომაზე ფინანსთა მინისტრს დაავალა, უმოკლეს დროში პრემიები მისცენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]