საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. ხანძრის ჩასაქრობად ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს. საგანგებო შტაბის განცხადებით, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთვება აზერბაიჯანული და თურქული…
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 22 წლის მაროკოელი იუნეს აბუიაქუბი, რომელიც გასულ კვირაში ბარსელონაში ტერაქტის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი იყო. პოლიციის განცხადებით, მას ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო, რასაც ძლიერი დაკვამლიანება ახლავს თან. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება.
შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ 2015-2016 წლების განმავლობაში პრემია და დანამატი 10-ჯერ აიღო, რაც ჯამში 26 828 ლარია, აქედან ხელზე მისაღები თანხა კი 21 462 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხით მან მთლიანად გადაიხადა საბანკო…
საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, პირველად საქართველოში კულინარიული რეკორდი დამყარდება. 22 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში გიგანტური ზომის ელარჯს მოამზადებენ.
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მიზნით, საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.
76 წლის ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ბარსელონაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 65+ ასაკის ქალთა შორის ჩემპიონი გახდა.
რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ე.წ. ხელშეკრულებას აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11