weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ მონაწილეები მარნეულიდან, პანკისიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და თელავიდან მეწარმეობის უკეთ გაცნობის, სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, სამი კვირით აშშ-ში გაემგზავრებიან.

22 აგვისტოს, 07:00-დან 19:00 საათამდე, ქალაქ ახმეტის და თელავის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, გუშინ, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი.

„დემოკრატიულ მოძრაობას“ და „თავისუფალ საქართველოს“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები ეყოლებათ. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მეჭიაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო და…

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის საბაგირო „არგომ“ დაარსებიდან მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. მემილიონე სტუმარი უკრაინელი ტურისტი ალექსი ტუჩაკი აღმოჩნდა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სპეციალური სერთიფიკატითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტსმენს სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო თბილისში მიმდინარე 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის…

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ოთხ საათზე მეტია ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, რთული გარემო პირობებისა და დაბალი ხილვადობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეწყვიტა.

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2017 წლის 15 სექტემბერს, პარასკევს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრება 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად –…

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაბომბილ ტერიტორიაზე ხანძარია. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ დაახლოებით 1 ჰექტარზეა გავრცელებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]