საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან მარტვილის კანიონში შესვლა საქართველოს მოქალაქეებს 9 ლარად, უცხოეთის მოქალაქეებს კი 15 ლარად შეეძლებათ. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის შესვლის ღირებულება 5 ლარამდეა გაზრდილი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი მისაღებია, თუმცა დღეს მთავარი ის მძიმე სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც შესაბამის სამსახურებს ბორჯომში უწევთ.
თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე, მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება ისევ გადაკეტა და სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ამ დროისთვის გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება. დამეწყრილი მთიდან ქვათაცვენის გამო…
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ გახდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის ახალი სამოქმედო სტრატეგია წარადგინა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, თალიბებთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებაა. ტრამპის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის ნაჩქარევად გაყვანა გააჩენს ვაკუუმს, რომელსაც…
სვანეთში 37 წლის ბორია ხარძიანის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მაშველები და ადგილობრივები 17 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ცხედარი სოფლების კალასა და იფარის ტერიტორიაზე დღეს ნახეს.
რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, თბილისის 166–ე სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს დანიშნა.
საგანგებო შტაბის განცხადებით, ბორჯომის რაიონში ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობია დამწვარი. გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებმაც ღამით, არჯევანიძის…
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან და შვილთან ერთად, მზის დაბნელებას ვაშინგტონიდან, თეთრი სახლის აივნიდან აკვირდებოდა. გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა სპეციალური დამცავი სათვალე მოიხსნა და მზეს პირდაპირ შეხედა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11