საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ის ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილთან ის მუხთარლის საქმეში საქართველოს როლზე და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მდინარე კაბალზე „ბაისუბანი ჰესის“ აშენება ლაგოდეხის ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს შეუქმნის.
ალ-ქაიდამ შვედი იოჰან გუსტაფსონი შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" შვედეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიების საზღვართან, მდინარე კაბალზე „ბაისუბანი ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. ჰესის ასაშენებლად პროექტი ახალი გზის გაყვანას, ხე-მცენარეების მოჭრას და ტყის ნაწილის დატბორვასაც ითვალისწინებს.
გურჯაანში, ახტალას მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ელჩის წოდება მიენიჭა. მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უშგულში, ჩამონგრეული ჩარკვიაენების საგვარეულო კოშკის აღდგენითი სამუშაოები ივლისიდან დაიწყება. სპეციალისტების ვარაუდით, კოშკის სრული რეაბილიტაცია წელსვე უნდა მოესწროს. უკიდურეს შემთხვევაში კი სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე…
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში - GALICJA VITIS 2017 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა - „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი) და „მუკუზანი 2015“ (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11