weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

აზერბაიჯანის დიდი პრიზის რბოლაში, რომლის დროსაც უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე სამჯერ გამოვიდა და ერთხელაც რბოლა საერთოდ შეწყდა, გამარჯვება ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ მოიპოვა, სებასტიან ფეტელი და ლუის ჰამილტონი კი, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან,…

სტამბოლში, პოლიციამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია აქტვისტები, რომლებიც ე.წ. სიამაყის მარშის ჩატარებას აპირებდენ. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, სამართალდამცვებმა 40 ადამიანზე მეტი დააკავეს, მათ შორის არიან როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლები, ისე…

არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში სიცხის ტემპერატურა 1990 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს (50°C) მიუახლოვდა. ფრენები გაუქმებულია, ქალაქში არსებული საგნები კი პირდაპირი მნიშვნელობით დნება. მიუხედავად ამისა ქალაქისა და შტატის მაცხოვრებლები 47°C…

რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე B ჯგუფის III ტურის შეხვედრები ფავორიტმა გუნდებმა, გერმანიამ და ჩილემ სასურველი შედეგებით დაასრულეს და ოთხეულში გავიდნენ.

სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში ახალგაზრდებმა ცოდნის კაფეს ასაშენებლად ფულის შეგროვება დაიწყეს. ცოდნის კაფე, რომელიც ბიბლიოთეკას, კაფეს, არაფორმალური განათლების ცენტრს, სადისკუსიო სივრცესა და წიგნის მაღაზიას აერთიანებს, ყოველთვიურად 1000 ლარს იხდის ნაქირავებ…

თუშეთში შენაქოსთან და დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო ხიდი დაზიანებულია. როგორც „რეგინფოს“ თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, ხიდთან მისასვლელი მიწაყრილი ჩამოშლილია, რაც ავტომობილების გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ოთხი ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა "აღმოსავლეთ  ევროპის უნივერსიტეტთან" მოხდა, სადაც ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილებიდან ორი ჩემპიონატში მონაწილეობდა, ორი კი გულშემატკივარი იყო.

ჩეჩნეთში, გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ბესლან გაურგაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, გაურგაშვილს ბრალად უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ედება. გამოძიების ინფორმაციით, გაურგაშვილი სირიაში საომარ მოქმედებებში…

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის პორტში ქართველ მეზღვაურებს საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცათ.

გორში არარსებული საქველმოქმედო საღამოზე დასასწრებად ათლარიანი ბილეთები გაყიდეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ბილეთებს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ყიდდნენ და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შეიძინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]