საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც სადავოდ მიიჩნია ყოფილი მოსამართლეებისთვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნა.
ახალციხის რაიონის სოფელ წნისში ავტოგასამართი სადგური „არალი“ დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ოპერატორს თავს ცივი იარაღით დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს.
ქალაქ რუსთავში გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, 13 წლის გოგონა კი დაშავდა. ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული. ავარია ლეონიძის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა დედა-შვილი გზას კვეთდნენ. მათ…
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი უკვე დაამუშავეს.
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გივი მაჭარაშვილი (96 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ის იტალიელ სიმონე…
ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყაურმაში, 71 წლის მამაკაცმა 69 წლის ცოლი მოკლა. რადიო „ნორის“ ინფორმაციით, შემთხვევა 27 ივნისს მოხდა. ქმარმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
ჯუნიორ NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშება ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გამარჯვებით დასრულდა. „ჩიკაგო ბულსმა“ საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხა და დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს საჩემპიონო თასი NBA-ს საპატიო…
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრება, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს შეეხება.
22 წლის ახალციხელმა ჯარისკაცმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა. შემთხვევა 26 ივნისს მოხდა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცმა განწესში მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიიყენა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველი მღვდელმთავარია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11