weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს, არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით.

თბილისის მერიის მაღალი რანგის ჩინოვნიკების - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელფასს.  

25 წლის კარიმჟონ კოდიროვს მისი მეუღლე და ადვოკატი ოც დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. კოდიროვთან ერთად, თბილისიდან, 25 მაისს უზბეკეთის კიდევ ერთი მოქალაქე დაიკარგა, სახელად ახმედი. ისინი რამდენიმე დღით თბილისში, სამხედრო…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას გმობს, როგორც „სასტიკ რეჟიმს“ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ციხეში 17-თვიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბირი გარდაიცვალა.

პარიზის ყველაზე დიდ და ცნობილ გამზირზე, ელისეს მინდვრებზე პოლიციის მიკროავტობუსს ავტომობილი „რენო მეგანი“ შეეჯახა, რომლის საჭესთან შეიარაღებული პირი იჯდა.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბ-ბინაში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს უკანასკნელი ჩემპიონი „სამტრედია“ აზერბაიჯანის ჩემპიონ აღდამის „ყარაბაღს“  შეხვდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, გამგებლის წარმომადგენლები ახალსოფელსა და ნაქალაქარში, ბადრი ჯიმშიტაშვილი და ლია…

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის „ვიტესის“ წევრი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) კლუბ „სან ხოსე ერსქვეიკსში“ გააგრძელებს.

რუსეთში მიმდინარე FIFA-ს კონფედერაციათა თასზე B ჯგუფის მეორე შეხვედრა სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე გერმანიამ უხვგოლიან მატჩში ავსტრალია დაამარცხა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეზე 60 მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. დღესვე ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მოთხოვნა წარადგინეს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]