საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოლონეთის პოლიციამ 21-დან 44 წლამდე საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი ქალაქ ოპოლეში 16 ბინის გატეხვასა და გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.
მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. როგორც „რეგინფოს“ ქალაქ მარნეულში გამგებლის რწმუნებულმა ელშან ჰასანოვმა უთხრა, ცოლ-ქმარი 50 წლამდე იყვნენ.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის ტომას კენტის განცხადებით, გამაწბილებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ ახალი სეზონიდან მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.
თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც 16 ივნისიდან მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი ამოქმედდა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გეგმის მიხედვით, პროექტი 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
პარლამენტმა 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ მორატორიუმი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე იქნება ძალაში.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა არ გამორიცხავს, რომ თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
FIFA-ს სანაკრებო ტურნირი კონფედერაციათა თასი, რომელსაც არაოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციას უწოდებენ, დღეს სანკტ-პეტერბურგში სტადიონ „კრესტოვსკიზე“ მასპინძელი რუსეთისა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩით გაიხსნება.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge
საქართველო–გერმანიის თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს გერმანიის საელჩო და განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციები თბილისში, აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში, ღია ცის ქვეშ, დღეს, 17 ივნისს, საზეიმოდ აღნიშნავენ.
ქართული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ არასტანდარტული და ექსკლუზიური შეფუთვით, 0.33 ლიტრიანი ალუმინის ქილით გაიყიდება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11