საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ქალაქ ლანჩხუთში ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საკარმიდანო ნაკვეთები დაიტბორა. დახოცილია ფრინველი და წვრილფეხა საქონელი.
ინგლისის ქალაქ კლითეროში სილვერვუდსის აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის 1935 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიის, „ჩემი ბრძოლის“ იშვიათი ეგზემპლარი იყიდება, რომელსაც პირველ ყდაზე ნაცისტი ფიურერის ხელმოწერა აქვს. წიგნის საწყისი ღირებულება 1000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც გეორგიევსკის ლენტის დამზადებასა და პროპაგანდას კრძალავს. კანონის თანახმად, პროპაგანდად ჩაითვლება ლენტის საჯაროდ გამოყენება, დემონსტრაცია, ტარება, მისი ან მისი გამოსახულების გავრცელება.
ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის გადასახადი გაუქმდა. 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნების მცხოვრებლები ევროკავშირის საზღვრებში გადაადგილებისას, მობილური ტელეფონით დარეკვისა და შეტყობინებების გაგზავნის დროს სამშობლოში არსებული ტარიფით ისარგებლებენ.
მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრისტიანო რონალდოს ესპანეთის საგადასახადო სამსახური გადასახადებისაგან თავის არიდებაში ადანაშაულებდა და პორტუგალიელ ფეხბურთელს პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მას წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.
Dappers Club Georgia-ს ინიციატივით, 2 ივლისს ახმეტა ფიგურულ სლალომში კახეთის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ავტოშეჯიბრება ახმეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება.
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდება ღია ცის ქვეშ, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17 ივნისიდან 12 აგვისტომდე ყოველ უქმე დღეებზე. პირველი ქართული ბლუზფესტივალის ორგანიზატორებმა ოფიციალური პრომო ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს.
ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრეში, ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია ტრადიციული ხალიჩური ნაწარმის რეწვის, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოპულარიზაცია და ხალხური რეწვის ოსტატების მხარდაჭერა.
ლონდონში, ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი სახლის ფანჯრიდან გადმოგდებული ბავშვი გადარჩა. თვითმხილველების თქმით, დედამ ბავშვი "მეცხრე ან მეათე სართულიდან" გადარჩენის მიზნით გადმოაგდო და ის ერთ-ერთმა მამაკაცმა დაიჭირა.
ცნობილ იუმორისტს, დავით როსტომაშვილს თბილისში თავს დაესხნენ. თვითმხილველის თქმით, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, შემთხვევა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (ყოფილი 5 დეკემბერი) მოხდა. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და ბეისბოლის ჯოხით იყო შეიარაღებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11