weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქალაქ თელავის საკრებულო თელავისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმების და თემის მუნიციპალიტეტთან გაერთიანების შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროს წინადადებას 19 მაისს განიხილავს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

დღეს სომხეთში ახლადარჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მე-6 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე ქვეყნის მთავრობა გადადგა. პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ბრძანების შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის წევრები უფლებამოსილების შერულებას პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის…

ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. სუპერტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინმა მე-4 გამარჯვება მიითვალა.

თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის განხილვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გამოცდა უცხოურ ენაში დასრულდა და გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა.

16 მაისს გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედებას ემსხვერპლა.

მთიულეთში, ხანდოს ხევში ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებსაც მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისას მთაზე დაზიანებული ადგილების გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ, სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვეს.

ქართველმა კადეტმა ელდარ საგანელიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა. გამოსაშვებ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო და 194 კურსდამთავრებულთან ერთად ქართველ კადეტს…

2017 წლის 17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე კახა კუკავას კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის მერობის/გამგებლობის კანდიდატებისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ დადგენილი შეზღუდვის - ბინადრობის ცენზის კონსტიტუციურობას.

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, დაახლოებით 2 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის დაწყებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]