საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. უწყებაში ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებენ და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ საქართველოში მოგზაურობასთან…
დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აწერს.
იემენის დედაქალაქ სანაში ქოლერას გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით დაავადების 8 500 შესაძლო შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ბოლო ორ კვირაში ინფექციამ 115 ადამიანი იმსხვერპლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. მისივე თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდების მცირე ნაწილი საქართველოში სასჯელს იხდის, დიდი ნაწილი კი ყოფილი…
საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე - საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.
თუშეთში, სოფელ დიკლოსთან 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 14:29 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი სოფელ დიკლოში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელება. რექტორის არჩევნები 3 ივლისს გაიმართება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2013 წლის 17 მაისის აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. ღონისძიებისთვის შეკრებილ პოლიტიკოსებს სტუდენტები, პროფკავშირების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ: „4 მეშახტე!“, „კონსტიტუცია ხალხს!“
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11