საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
8 მაისს კახეთმა ზედიზედ მეოთხედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას სპორტის ისტორიაში - მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა.
სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილი წნორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონია. მისმა საფეხბურთო კლუბმა მოსკოვის „სპარტაკმა“ რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ყულარის თემში კაშამ კარაევი დააკავეს.
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ცემით მოკლეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგობისთვის სუფრაზე დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა.
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ ოლიმპიური ჩემპიონის, ჟაყსილიყ უშკემპიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6 მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.
დღეს, 8 მაისს, თბილისში, ენერგეტიკის სამინისტროსთან ფასანაურისა და სნოს ხეობის სოფლების მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია 13:30 საათზე დაიწყება. მთიულები და მოხევეები ითხოვენ ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მარშრუტი შეიცვალოს…
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის პირველობაზე 25 წლის ქართველი მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და თუკი გასულ…
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტული მოძრაობის En Marche! ("წინ") ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 65,5% დააგროვა და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაამარცხა. ლე პენმა ხმების 34,5% აიღო.
ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს მომხდარი მასობრივი არეულობის გამო დაკავებული პირების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 8 მაისს გაიმართება. სასამართლო პროცესები 12:00 და 14:00 საათზეა ჩანიშნული, – იუწყება აჭარის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11