weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2 აპრილს, სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის თავმჯდომარე მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,12% (771 247 ხმა) მიიღო.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში სუფისტური ტაძრის მეთვალყურემ 20 ადამინი აწამა და ცემით მოკლა. მკვლელი აბდულ ვაჰიდია. 4 მომლოცველი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ინდოეთის შტატ გუჯარათში, ადგილობრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება, საქონლის ხორცის ტრანსპორტირებაში ბრალდებულისთვის კი 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა შეეგუოს სირიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და მისცეს სირიელებს საშუალება თავად გადაწყვიტონ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბედი.

ჩეჩნეთის პარლამენტმა განათლების შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს აღმსარებლობის შესაბამისად, სკოლებში ტრადიციული რელიგიური სამოსის და ნივთების ტარების უფლება ექნებათ.

ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ფრანსუა ოლანდის კედელზე ჩანაწერი განათავსეს და მომხმარებლები წვეულებაზე მიიწვიეს, რომელსაც ავტორების თქმით, პრეზიდენტი 7 მაისს თანამდებობიდან გადადგომის აღსანიშნავად გეგმავდა.

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა ალექსანდრ პეტროსიანმა მშობლიური ქალაქის ფოტოდოკუმენტაციას მრავალი წელი მოანდომა. მისი კოლექცია ლამაზთან ერთად გროტესკულიცაა, იგი მნახველს უხეშ და არაპროგნოზირებად ქუჩებში ეპატიჟება და დოკუმენტური ფილმების მსგავსი კადრებით გამოირჩევა.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, ავიარეისები ომალოს მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მგზავრებს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ფრენა დილის 9 საათზეა.…

აშშ-ის სენატმა NATO-ში ჩერნოგორიის გაწევრიანებასა და შესაბამისად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც სავარაუდოდ კრემლის მკვეთრად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]