საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საერთაშორისო ინტერნეტ-რესურსმა „ვიკილიქსმა“ ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე განმარტებით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) კიბერდაზვერვის ცენტრისგან მიიღო.
ავსტრიის საგერო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დევნილების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიღების ინიციატივით გამოდის და ასეთ ადგილად საქართველოს, ეგვიპტეს, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას მიიჩნევს. ამის შესახებ სებასტიან კურცმა „bild”-თან ინტერვიუში განაცხადა.
სომალის სამხრეთ რეგიონში, ბოლო ორ დღეში შიმშილისგან დაახლოებით 110 ადამიანი დაიღუპა. შიმშილობა გვალვით არის გამოწვეული. სუფთა სასმელი წყლის არარსებობა ქოლერას გავრცელების რისკს ზრდის.
აზერბაიჯანელ რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, ბლოგერ მეჰმან ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰუსეინოვი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
ოსკარის უკანასკნელ ცერემონიაზე მომხდარი კურიოზული სკანდალის შემდეგ, როდესაც წლის საუკეთესო ფილმის წოდება ჯერ მიუზიკლ „ლა ლა ლენდს“ მიაკუთვნეს, შემდეგ კი რეალურ გამარჯვებულად სოციალური დრამა „მთვარის შუქი“ დაასახელეს, ლონდონის ერთ-ერთი კინოთეატრის თანამშრომლებმა…
ყირგიზეთში ახალი ბრალდება დაემატა ოპოზიციური პარტია „ატა მეკენის“ ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის დაპატიმრებით გამოწვეულ დაპირისპირებას. ტეკებაევი, მისი პარტიის განცხადებით, იმიტომ დააკავეს, რომ სურთ მიჩქმალონ მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის იანვარში ბიშკეკთან…
აღიარებული ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა.
კოსოვოს საგანგებო პროკურორმა დედაქალაქ პრიშტინას უდიდესი მეჩეთის იმამს, შეფჩეთ კრასნიჩის ტერორიზმისკენ წაქეზება დასდო ბრალად, რადგან კოსოვოელი იმამი მლოცველებს ამხნევებდა, სირიაში და ერაყში წასულიყვნენ და ჯიჰადისთვის ემსახურათ.
ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში ამერიკის კინოაკადემიის რიგით 89-ე დაჯილდოება გაიმართა, რომლის კულმინაციაც, 2016 წლის საუკეთესო ფილმის დასახელება, სკანდალით დასრულდა - გამარჯვებულ ფილმად ჯერ მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადეს, სცენაზე გამოსული…
სირიის ქალაქ ალ-ბაბთან არსებულ გამშვებ პუნქტ სუსიანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილში აფეთქებულ ბომბს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11