weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოსაწონია უსაფრთხოების ზომები, რაც სახელმწიფომ მიიღო.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული 65 წლის ვიტალი ტურძელაძე გამთენიისას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შეშახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ პროფკავშირის წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ დაუდასტურა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აცრა აუკრძალოს ან ზიარება შეუზღუდოს.

რაჭაში, ქალაქ ონში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა 09:54 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი თითქმის ორჯერ იზრდება. საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზრდას მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 24 ნოემბერს დაამტკიცა.

მაშველებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეშახტის ცხედარი იპოვეს. რამდენიმე საათის წინ, მიწის მასაში მოყოლილი მეორე მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. ის კონტაქტური იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში…

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო სხდომისთვის ემზადება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში, ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან დღემდე 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 28 ნოემბრიდან საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები წესდება.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის პროცესის დასრულებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით დაწყებულ მედიაციას დღეს არსებული სურათი მეტ-ნაკლებად უნდა შეეცვალა და პროექტის შესახებ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]