საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ტყიბულში, სავარაუდოდ, ქვანახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ე.წ. ვადაგასული საკრებულოების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და ხელისუფლების მიტაცებას წარმოადგენს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 53 440 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4058 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2157 ინფიცირებული, 61 კი გარდაიცვალა.
საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა ზურაბ მახარიძის მიერ წარდგენილ განცხადებაში არაერთი ხარვეზების გამოვლენის გამო. რეესტრმა განმცხადებელს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მისცა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, თეა ძიმისტარაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები არ მონაწილეობენ.
„ბათუმის მერია გიორგი კირთაძე. ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ირგვლივ განვითარებულ…
„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის…
ბათუმის საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ 15 ხმით 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი ოპოზიციის პროტესტის ფონზე უყარეს. სხდომის პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია იმართებოდა და ისმოდა შეძახილები „მონებო“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომელიც მოქალაქეებმა 4 წლის ვადით 2017 წელს აირჩიეს, დღეს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებმა დაუჭირეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11