weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 25 385 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2479 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2374 ინფიცირებული, 42 კი გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა.

ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი, რომელიც 22 ლარს შეადგენს, 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება და 110 ლარი გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

„რთველი 2021“ კახეთში დასასრულს უახლოვდება. რეგიონში ვენახების ძირითადი ნაწილი დაკრეფილია. რამდენიმე დღეში ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოწეული ყურძენიც დაბინავდება. სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, უკვე შესაძლებელია, დავასკვნათ,…

„პირველი ტურის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ არა ერთ ადგილას აჩვენა, რომ კვლავ უმრავლესობა გვაქვს, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ადვილი არ არის“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის…

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ჯიქი, იგივე ლეოპარდი გადაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ნაკრესი“ ავრცელებს.

პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან დაკავშირებით პოზიციას არ დააფიქსირებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ შიდაპარტიული პლებისციტის შედეგად მიიღო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთი 6 თვეში აშენდება.

რუსთავში, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და პატიმრობაში უნდა დარჩეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით, 2000 ლარით დააჯარიმა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]