საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება პრეზიდენტმა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე თბილისში მიმავალ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცოცხებით თელავის გასასვლელშიც დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ცოცხებით აღჭურვილ რამდენიმე ადამიანს შორის „ქართული ოცნებიდან“ თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილიც…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მეუფეების მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს.
რუსთავის N17 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ამ დროისთვის უცნობია, დაწესებულების რა ნაწილი იწვის და რა მასშტაბისაა ხანძარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა შერიგების შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მოწოდებებს და განაცხადა, რომ ყველას სურვილია, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთ დღეს დაფიქრდნენ საკუთარ დანაშაულებებზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებიც რეგიონებიდან თბილისში, აქციაზე მიემგზავრებიან, გზებზე ცოცხებით ხვდებიან, აფერხებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
„გული მეტკინა იმასთან მიმართებაში, რომ მის დედას და შვილებს მოუწიათ იმ ადგილებში მისვლა, სადაც სხვა დედები და შვილებიც დადიან. ეს არავისთვის არ არის კარგი. მიმტევებლობით უნდა ვიცხოვროთ: მე დავაშავე, შენ…
პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პარლამენტარი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის მიმართ ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად, არ აქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მისი თქმით, საკუთარ თავში აღმოაჩინა ემპათია…
13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაბუა მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და მისი უმწეობის გამოყენებით, სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ…
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 52 620 ტესტის შედეგად კორონავირუსი 4212 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1982 ინფიცირებული, 38 კი გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11