weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 56 555 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5739 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2082 ინფიცირებული, 36 კი გარდაიცვალა.

ტელეკომპანია „იმედი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ განცხადება თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 31-ე კილომეტრზე, თორღვას აბანოს ზემოთ, მეორე მოსახვევთან „ტოიოტა ფორანერის“ მარკის ავტომობილი დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 15 წლის ბავშვი, რომელიც ქვემო ალვანის მკვიდრია. დაშავდა 2 ადამიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფელი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნათესავების ინფორმაციით, სიკდილის მიზეზი კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მოკლულ ქალთან მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) დირექტორად დაინიშნა. IFES-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თამარ ჟვანიას 21-წლიანი გამოცდილება აქვს არჩევნების სფეროში, 2013…

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნიკა ნარსია და ოთო გურგენიძე დააკავა.

გორის მუნციპალიტეტში 25 წლის ქალი ყოფილმა შეყვარებულმა თანამზრახველთან ერთად გაიტაცა. შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. გათავისუფლების შემდეგ ქალმა პოლიციას მიმართა, თუმცა სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთი პირი დააკავეს, გატაცების ინიციატორმა კი ქვეყნის…

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ 198 დევნილს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თბილისში ქალი მოკლეს

ორშაბათი, 18 ოქტომბერი 2021 12:36

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მედიასთან მეზობლები აცხადებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, მოკლული ქალი სავარაუდოდ უცხოელია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]