საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურამდე აქციებს რეგიონებშიც გამართავენ. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა გუშინდელი საპროტესტო აქცია იყო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის N17 დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი მსჯავრდებულის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო მოხდა.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 093 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 3270 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1298 ინფიცირებული, 26 კი გარდაიცვალა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ საგამოძიებო დეპარტამენტში, გუშინ, 14 ოქტომბერს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ექვემდებარება. სამსახურს, ამ დროისთვის, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
„მოდით, ვაღიაროთ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც ჯერ ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ და ეს ადამიანი არ იმსახურებს ღარიბაშვილის და ივანიშვილის ხელით აი, ამ უსამართლო სატუსაღოში იყოს“, – ამის შესახებ „ერთიანი…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას არ აპირებენ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არასდროს ყოფილა ისეთი, როგორც ახლაა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა გააცნეს. წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა, წერია, რომ საზოგადოებას და…
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11