საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლის ასაკიდან ვაქცინაცია ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 31 828 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2228 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1711 ინფიცირებული, 28 კი გარდაიცვალა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრზე დასასვენებელი პარკი შენდება, რაზეც ბიუჯეტიდან ჯამში 1 293 996 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელშეკრულება შპს „ქართლთან“ (ს/კ 206139542) აქვს გაფორმებული…
პოლიციამ თიანეთში 81 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში შვილის განზრახ მკვლელობა ედება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა…
ცხინვალის იზოლატორიდან 4 ოქტომბერს დაკავებული გოგა მეტრეველი და რომან გოჩაშვილი გაათავისუფლეს და ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცეს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისისა და ბათუმის აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევა გამოავლინა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან 6000-მდე მედიკამენტი ამოიღეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი წერილი, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს, ჩაასწორეს და „მხუთავი აირის“ ნაცვლად „ცრემლსადენი გაზი“ ჩაწერეს.
პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი დიპლომატებს მიმართავს და სთხოვს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულონ. როგორც ის ამბობს, აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ „ჩაფიქრებულია ყოფილი პრეზიდენტის მორალური და ფიზიკური განადგურება“.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების…
ადვოკატებმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედის შემდეგ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მზად არის, ნარკოტესტი ჩაიტაროს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11