weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების აცრის საკითხი გადაწყდება.

„ქართული ოცნება“ N65 მარტვილის საარჩევნო ოლქის პირველი უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. აღნიშნულ უბანზე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხორავამ 225 ხმით მეტი მიიღო.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებულია 3 მოქალაქე, რომელთაც სახელმწიფო საზღვარი მდინარე დიდი ლიახვის გასწვრივ, ქალაქ…

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. შესაბამისად, მათი გამართვა რეგულაციების დაცვით შესაძლებელი იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართა.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 33 679 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2800 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 1485 კი გამოჯანმრთელდა.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც 60 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „ინფო რუსთავი“ წერს, აფეთქება ჯართის დამუშავების დროს მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, შეშფოთებულია დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ ინფორმაციით.

საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომელმაც საძოვრების რაციონალურ გამოყენებას, ხარისხობრივ გაუმჯობესებას, მეცხოველეობის განვითარებას და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]