საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის ელჩიც აკრიტიკებს. კარლ ჰარცელის განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავდა მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შემცირებას.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 29 449 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3668 ადამიანი, 60 კი გარდაიცვალა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანმხების კიდევ ერთი პირობა გატეხა.
უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ე.წ. წვრთნების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამით უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს…
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, 126 ხმით მიიღო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, კანონპროექტს კენჭი ეყარა იმ პუნქტის გარეშე, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხებოდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების იმ პუნქტმა, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ეხება, პოლიტიკური აქტუალობა დაკარგა.
საქართველოს ეროვნული ლატარია (Lotto.ge) ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებას 13 სექტემბრიდან ჩაატარებს. კომპანიის განმარტებით, ყველა, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, ფულის მოგების შესაძლებლობას მიიღებს.
პარტია „მოქალაქეების“ წევრი, იურისტი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი უნდა ამოიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) ხელმოწერის შემდეგ შემუშავდა. ამ…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვირას საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებით 400 000 დოზა შემოვიდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11