საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენისას ციხეებში პატიმრების მდგომარეობაზე ისაუბრა და დღეს არსებული ვითარება წინა ხელისუფლების პერიოდს შეადარა. მისი თქმით, ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, ტყე იწვის. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, მეხანძრეებთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.
ბოლო დღე-რამის განმავლობაში, საქართველოში 38 625 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 2684 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 83 ინფიცირებული, 2695 კი გამოჯანმრთელდა.
„ვინც კენჭს იყრიან საკრებულოებში და მერის თანამდებობაზე, უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. საკოორდინაციო საბჭოზეც მოვუწოდე პოლიტიკოსებს, ყველა შეხვედრაზე ატარონ ექიმები, ან თავად ისწავლონ ექიმებისგან მესიჯები და…
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას, მოსახლეობას ტყიბულის აღორძინებას დაჰპირდა. მისი თქმით, ტყიბული იმაზე ლამაზი უნდა გახდეს, რაც მას 1990 წელს ახსოვს.
პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ტყიბულის მერობის კანდიდატი წარადგინა და საარჩევნო დაპირებები გასცა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ტყიბულში ტურიზმის განვითარებას აპირებს, რაზეც მას მეშახტეებიც ესაუბრნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ“ და მოძრაობამ „სირცხვილია“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ შექმნეს.
ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერად იყრიდა კენჭს, საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში – შილდაში, ენისელში, საბუეში, გრემში, ქალაქ ყვარელში, კუჭატანში, გავაზში, ჭიკაანში, ახალსოფელში, მთისძირსა და ბალღოჯიანში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება.
ფერმერები, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული (დაბალხარისხიანი) ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11