weather cur horoscope tv
მაისი 15, 2024

13 სექტემბრიდან, ორშაბათიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება. კობახიძის თქმით, შეთანხმება ანულირებულია და…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ვაქცინაციის სავალდებულოობის შემოღების აუცილებლობა არ არსებობს.

თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ნარკორეალიზატორებიც არიან და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 25 624 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 3996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.

უშბაზე ორ მოლდოველ ალპინისტს ეძებენ

სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021 10:43

სვანეთში, მწვერვალ უშბაზე, რამდენიმე დღეა, მოლდოველ ალპინისტებს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოებში მაშველები მონაწილეობენ.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა. მან უცხოეთში მყოფ მოქალაქეებსაც მოუწოდა, ვისაც ამის საშუალება აქვს, მას მიბაძოს.

ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. ის უკვე გათავისუფლებულია და…

2021 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფინალში თბილისის, მარნეულისა და ახმეტის სკოლების მასწავლებლები გადავიდნენ. ჯილდოს მფლობელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, 10 000…

პორტუგალიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა, 17 წლის ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მან 500 მეტრ დისტანციაზე ფინიშამდე 1:55.30 წუთში პირველმა მიაღწია. მეორე იყო რუსი მაქსიმ კარატაევი, ხოლო მესამე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]