weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021 10:31

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოლდოვის მოქალაქეების, ალპინისტი მამა-შვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახის წევრმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში 6 სექტემბერს გაავრცელა.…

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება. ასე გამოეხმაურა ის გავრცელებულ ფოტოს, სადაც ახალგაზრდა ქალის…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მხარს უჭერს, სამედიცინო პერსონალსა და პედაგოგებში ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოში უმრავლესობა, ჯერჯერობით, ნებაყოფლობითობის პრინციპს ემხრობა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობაში დაახლოებით 200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ელექტროგადამცემ ხაზზე წუხელ ავარია მოხდა, დაზიანების ადგილი მიგნებულია და ამ მომენტისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ზვიად ტეფნაძე აცხადებს, რომ ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების საშუალებით, ქონების განადგურებით, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავსტრალიის მოქალაქე ქალის, შანაი ბრუკი ედვარდსის განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან 65 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიღებული შემოსავალი 145 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია.

ჩეჩნეთის მთავრობამ რესპუბლიკის მოქმედი მეთაურის, რამზან კადიროვისა და მისი დედ-მამის საუკეთესო ფერწერული გამოსახულებების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოს სახით 500-500 ათას რუბლს (დაახლოებით 21 ათასი ლარი) მიიღებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 60 წლის ზემოთ მოქალაქეების აქტივობა ძალიან დაბალია, ამ ჯგუფში ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი მაღალია. მინისტრის თქმით, 60 წელს…

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „წითელი ჯვარი“ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათას დოზას საჩუქრად გადასცემს და ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან ამ ვაქცინით აცრის პროცესი განახლდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]