საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეროვნული სატყეო სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყეში უსაფრთხოების წესები დაიცვან და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.
ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, პენტელის მთის ფერდობზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ასობით მეხანძრე და ათამდე ვერტმფრენი ცდილობს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამწვარია სულ მცირე 13 სახლი.
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის საკითხზე მუშაობენ და პირველი ასეთი ქვეყანა პოლონეთი იქნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია – მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით – ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას საქმის განხილვას ორთვე-ნახევარში გააგრძელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ გუნდთან შეთანხმებული ჰქონდა. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 7812 შემთხვევა გამოვლინდა, 4764 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო, 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით არ უმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი წაიკითხა, „სირცხვილით სად წასულიყო, არ იცოდა“.
თურქული უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების Bayraktar TB2-ის მაწარმოებელი კომპანია Baykar-ის გენერალურმა მენეჯერმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ რუსეთს ამ ტექნოლოგიას არასოდეს მიაწვდიან.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა. გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული, რომელთაგან ერთი რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკების“ გავრცელებას ეხება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11