weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს იმიჯს „მიზანმიმართულად აზიანებენ“.

უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ბიზნესგარემოცვა და პოლიტიკოსებიც იქნებიან.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ შესაძლო შეძენის შესახებ ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ მიუღიათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი ჯერ არ გამოვლენილა.

სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და ნდობით აღჭურვილი პირი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა BMG-მ გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინელებს აუცილებლად დაეხმარება „ანტიხალხური და ანტიისტორიული რეჟიმისგან“ თავის დაღწევაში. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა ეგვიპტეში, არაბული ქვეყნების ლიგის წევრი სახელმწიფოების…

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა.

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მას პიტერ ფიშერი შეცვლის, რომელიც 2018 წლიდან ამ დრომდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩად მუშაობდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. გადაწყვეტილება საგანგებო კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]