weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააკმაყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა და პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. შესაბამის განკარგულებას ზურაბიშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შეფასებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ჩართვა პოლიტიკურ პროცესში „ძალიან ცუდი პრეცედენტია“.

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას მიესალმება. მისი თქმით, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობას „თავს ესხმიან“, პირველ რიგში სწორედ მოსამართლეები უნდა იმაღლებდნენ ხმას.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.  

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ შეერთებული შტატები სასამართლო პროცესში ჩაერია, უბრალოდ არ არის მართალი“, – ამბობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ ჟურნალისტების საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს. ჩანაწერის მიხედვით, გოგაშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების წყარო იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც „ანგარიში მოთხოვა“…

აშშ-ის კონგრესში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს შეიმუშავოს შავი ზღვის რეგიონის განვითარებისა და უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის მიზანი სამხედრო დახმარების და NATO-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციის გაზრდა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ეკონომიკური და…

ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში 9 პირი დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]