weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, რათა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, შეასრულონ ეს ლეგიტიმური სურვილები“, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა,…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი 16-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და განაცხადა, რომ გზა 2023 წლის ბოლოსთვის აშენებული იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ომს ელოდება, მიუღებელია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მხოლოდ კარგი ღვინოები“ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე კარლ ჰარცელის ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რის შემდეგაც დელეგაციის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან ერთად ბრიფინგი გამართა.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით გოგონა გაიტაცეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, ოჯახის წევრები გატაცებულს ორი დღე უშედეგოდ ეძებდნენ და ადგილობრივ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში თავის ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს. „დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი“, – ამბობს ელჩი ვიდეოში, რომელიც მან…

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და კითხულობს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ხომ შემდგარა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]