weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქიული მმართველობის შესახებ ბრალდება ყალბია და დეოლიგარქიზაციაზე საუბარი მისთვის შეურაცხმყოფელია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის - „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„ქართული ოცნება“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმაც დატოვა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დადასტურდა 16 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა, რაც ქვეყნის 8 წლის მოხმარების ტოლია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბიოწარმოების შედეგად მიღებულ და ბიოსერტიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა დამიხეილ ყაველაშვილის მხრიდან „არანაირი ანტიდასავლური კამპანია“ არ მიმდინარეობს.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „საკმაოდ მშვიდი“ მდგომარეობა. მისი თქმით, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საერთაშორისო რეიტინგებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა მმართველობის კეთილსინდისიერების, გლობალური მშვიდობის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით.

ლაგოდეხისა და ჭიათურის საკრებულოს წევრების შემდეგ, „ქართულ ოცნება“ და თანამდებობები ახალციხისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატებმაც დატოვეს. განცხადებები მათაც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]